იოგის საერთაშორისო დღე თბილისში ღია ცის ქვეშ აღინიშნება

© REUTERS / Antonio Bronicიოგა
იოგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოგის გაკვეთილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამოცდილი ინსტრუქტორი გეგა კანდელაკი ჩაატარებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. იოგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღია ცის ქვეშ იოგის მასობრივი გაკვეთილი ჩატარდება.

იოგა უფსკრულის თავზე - Sputnik საქართველო
იოგა უფსკრულის თავზე: ჩინელების ასანები 396 მ სიმაღლეზე

ბოტანიკური ბაღის სპეციალურ სასტუმრო სივრცეში Event Square გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს — პროფესიონალსაც და მოყვარულსაც, ასევე ახალბედას. საჭიროა მხოლოდ პატარა ხალიჩა, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გაკვეთილს გამოცდილი ინსტრუქტორი გეგა კანდელაკი ჩაატარებს.

ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება იოგის შესახებ და მისი პოპულარიზება საქართველოში.

იოგის საერთაშორისო დღე 2015 წლიდან აღინიშნება. ამ დღის 21 ივნისს აღნიშვნის წინადადებით გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0