დღეს საქართველოში მამის დღე აღინიშნება

CC0 / Pixabay / / მამა და შვილი
მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამის დღე საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში დღეს, 19 ივნისს მამის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიებები პარკ „მზიურში" გაიმართება.

ღონისძიება ახალ მზიურში 19:00 საათზე დაიწყება. მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „შოუ ზღაპართა ქვეყანაში".

სანაპირო - Sputnik საქართველო
ქართველ მამაკაცებს მზრუნველობას ასწავლიან

მამის საერთაშორისო დღე, რომელიც საქართველოში წელს მესამედ ტარდება, აღინიშნება ასევე თელავსა და ზუგდიდშიც. თელავში, წიგნის მაღაზია „ბიბლუსში" მწერალი ტორესა მოსი მკითხველთან გამართავს შეხვედრას, სადაც წაიკითხავს ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს „იავნანა ლილისთვის"; ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდება პატარა მკითხველს, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში Facebook-გვერდზე.

მამის დღის აღნიშვნას არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია და კერძო კომპანია უერთდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

„კარგი მამა, მამის ინსტიქტი და სოციალური სიყვარული…">>

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0