რიკოთის გვირაბი ღამით იკეტება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთი
რიკოთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის გვირაბში 18-22 ივნისის პერიოდში გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 18-22 ივნისის ღამის საათებში იკრძალება.

რიკოთი - Sputnik საქართველო
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს.

„მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", — ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დროის აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზით განხორციელდება.

რიკოთის გვირაბი 1,7 კილომეტრის სიგრძისაა. გვირაბი 1982 წელს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0