20:22 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
თბილისის ზედი მზიან ამინდში

ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში სწავლის პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (191)
8420

განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას შეძლებენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პრესტიჟული სტიპენდია წელს 85-მა ქართველმა სტუდენტმა, მეცნიერმა, დოქტორანტმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მიიღო, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სტიპენდიანტები გერმანიაში გამგზავრებას და ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.

„საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამის მეშვეობით მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო უმაღლესი დონის განათლება გერმანიაში. წელს კიდევ 85-მა სტუდენტმა, მეცნიერმა, დოქტორანტმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მიიღო შესაძლებლობა, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში უმაღლესი საერთაშორისო რანგის პროფესორების ხელმძღვანელობით ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ“, — განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური — საერთაშორისო აკადემიური გაცვლის მხარდამჭერი უმსხვილესი გერმანული გაერთიანებაა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწყისებზე არის დაფუძნებული. 1925 წელს შექმნილი ორგანიზაცია მეცნიერ–მუშაკთა და სტუდენტთა გაცვლას ახორციელებს.

DAAD-ს ლექტორები საქართველოში 1988 წლიდან მოღვაწეობენ. 2004 წელს თბილისში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის სტიპენდიის, გერმანიაში სწავლის და კვლევების ჩატარების შესაძლებლობების შესახებ. DAAD აგრეთვე ეხმარება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს საპარტნიორო პროგრამების განხორციელებაში.

თემები:
განათლება საქართველოში (191)

მთავარი თემები