თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს და ხომლელის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის და სიხარულიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.