როდის გამოიდარებს თბილისში

გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სამშაბათს ცვალებადი ამინდი ელოდებათ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში გამოდარებას სამშაბათს, დღის მეორე ნახევრისთვის პროგნოზირებენ — წვიმა გადაიღებს, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება.

ორშაბათს კოკისპირულმა წვიმამ საქართველოს დედაქალაქში სერიოზული პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ავტოსადგომები, მეტრო „ახმეტელის თეატრის" შესასვლელი. წყლით დაიტბორა ვაკეში ავტომანქანების სალონი.

წვიმა - Sputnik საქართველო
ღვარცოფი თბილისში – დატბორილი ქუჩები, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილები

ამ დროისთვის არ წვიმს, მაგრამ როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, მცირე დროით. წვიმიანი ამინდი 19:00 საათამდე გაგრძელდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსია.

ოთხშაბათს უნალექო, ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +17 გრადუსი, დღისით კი მაქსიმალური +25 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტი იქნება.

თბილისში ხუთშაბათს სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +17 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 28 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0