Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობა სამოქალაქო აქციაში პოლიტიკოსების ჩართვას მხარს არ უჭერს

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია რუსთაველზე
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე თითქმის ორი კვირაა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა სამოქალაქო აქციაში პოლიტიკური პარტიების ჩართვის წინააღმდეგია — ასეთია გამოკითხვის შედეგები.

კითხვას — „რამდენად ემხრობით სამოქალაქო აქციაში პოლიტიკური პარტიების ჩართვას", უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხვაში მონაწილეთა 86,4%-მა. გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეებს პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ და ამიტომაც აქციებში პოლიტიკური ძალების ჩართვა მნიშვნელოვანია – ამ აზრს რესპონდენტების მხოლოდ 4,5%-მა დაუჭირა მხარი. აქციებში პოლიტიკური პარტიების ჩართვა სულ ერთია გამოკითხვაში მონაწილეთა 9,1%-სთვის.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე მინისტრების გადადგომას ერთ კვირაში ელოდება

რუსთაველის გამზირზე თითქმის ორი კვირაა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება. სარალიძე მოითხოვს მისი შვილის მკვლელებისა და იმ პირების დასჯას, რომლებიც მათ ხელს აფარებენ.

16 წლის დადუნაშვილის და სარალიძის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა. ორივე 2017 წლის 1 დეკემბერს უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს შეეწირა.

აღნიშნული მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ უფროსკლასელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება მომხდარი ფაქტიდან ექვსი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი, რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამ დრომდე უცნობია.

თბილისში სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები „ნუ მომკლავ" 31 მაისს დაიწყო. მომიტინგეებმა საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მიაღწიეს, შემდეგ კი მთავრობის გადადგომის მოთხოვნა წამოაყენეს.

სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.

ყველა ახალი ამბავი
0