სარალიძე მინისტრების გადადგომას ერთ კვირაში ელოდება

© Sputnik / STRINGERმოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე
მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ორგანიზატორის თქმით, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მუდმივად გაგრძელდება, მაგრამ მასშტაბური მიტინგის გამართვა ერთ კვირაში იგეგმება

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იღებს ერთკვირიან ტაიმ-აუტს მისი მოთხოვნის შესრულებისთვის — შს მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომისთვის.

სარალიძე უკვე მე-12 დღეა ატარებს საპროტესტო აქციებს და მისი შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასჯას მოითხოვს. ორშაბათს პოლიციამ რუსთველის გამზირზე დაშალა კარვები, რომელიც მომიტინგეებმა 1 ივნისის ღამეს დადგეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავა, მათ შორის ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით უნდა მივადევნო თვალყური გამოძიებას, რომ ყველა პოლიციელი შესაბამისად იყოს დასჯილი. თუნდაც ჩემზე, ზვიად კუპრავაზე და ბატონ დავით ლაგვილავაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რაც სასამართლოს სასადილოში მოხდა და ნებისმიერი ქმედება იმ თანამშრომლების, რა სამსახურებრივი გადაცდენაც ჰქონდათ“, – განაცხადა სარალიძემ.

მან აღნიშნა, რომ სოლიდარობის აქციები გაგრძელდება და ის შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

„მოთხოვნები იგივე რჩება აბსოლუტურად. პლუს გონივრული ვადა მინდა მივცე ხელისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადაყენება. გონივრულ დროსაც მივცემ ერთი კვირის განმავლობაში, რომ იფიქრონ“, – აცხადებს სარალიძე.

დღეს სარალიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრებს, ოთარ კახიძეს და რატი კაპანაძეს შეხვდა. მან იმედი გამოთქვა, რომ კომისიასთან თანამშრომლობით ჭეშმარიტებას მიაღწევს.

აქცია რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
ვითარება პარლამენტთან: რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„კომისიასთან ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ მაქსიმალურად. გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრებთ. კომისიამ დაიწყო უკვე ამ საქმის მასალების გაცნობა. თვითონაც ადასტურებენ იმ დეტალებს, რა დეტალებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იმედია, საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, კვირის ბოლოს მთავრდება დღესასწაული რამადანი, რომლის შემდეგ მათ „ჩვენი პანკისელი ძმები შემოგვიერთდებიან და ჩვენ აქციებს და საპროტესტო მსვლელობებს განვაახლებთ“.

© Sputnik / Stringerზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
Заза Саралидзе и Малхаз Мачаликашвили - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე ამჟამად სიმშვიდეა, ხალხი პრაქტიკულად დაიშალა. შსს-ს თანამშრომლების ნახევარზე მეტმა დატოვა გამზირი.

მანამდე ერთი საათის — საათნახევრის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციაზე დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები — ზაალ უდუმაშვილი, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი.

პოლიცია პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ქუჩებში პერიმეტრს სრულად აკონტროლებდა.

თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ >>

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 31 მაისს დაიწყო — როდესაც თბილის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის და კიდევ ერთი მოზარდის — ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა, მეორე დამნაშავედ ცნეს სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

იმავე დღეს გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები მასობრივ ჩხუბს ხორავას ქუჩაზე, №51-ე სკოლის მახლობლად, 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს საავადმყოფოში.

შსს-მ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ორი პირი, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი. მისი ნათესავი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0