ვითარება პარლამენტთან: რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია რუსთაველის პროსპექტზე
აქცია რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტის ლიდერი ამჟამად რუსთაველის გამზირზე არ იმყოფება - ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების სერიის და კარვების დემონტაჟის შემდეგ, პარლამენტის შენობის პერიმეტრს საპატრულო პოლიციის ძალები აკონტროლებს, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სხვადასხვა ინტენსივობით მე-12 დღეა მიმდინარეობს — ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით მას ხორავას ქუჩაზე 16 წლის მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ატარებს. 

ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ზაზა სარალიძე ამჟამად იმყოფება პარლამენტში და ხვდება მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ  დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს — სერგი კაპანაძეს და ოთარ კახიძეს. რუსთაველის გამზირზე ყველა მის გამოჩენას ელოდება. რუსთაველზე იმყოფება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ზაზა სარალიძეს მხარს აქციების დაწყებიდან უჭერს. ის აცხადებს, რომ ზაზას გარეშე აქციის გაგრძელებას არ აპირებს, რადგან ის აქციის მთავარი ორგანიზატორია.

აქციაზე იმყოფებიან ასევე „ახალი საქართველოს“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები. 

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მაგრამ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების რაოდენობამ იკლო.

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იყო

დღის განმავლობაში აქციის ჩატარების ზონაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დილიდან პოლიციამ დაშალა კარვები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იყო დადგმული. მოხდა შეხლა-შემოხლა, სულ დააკავეს 20-მდე ადამიანი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. ამჟამად ორივე გათავისუფლებულია. 

ამჟამად რუსთაველის გამზირზე ადამიანები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიაც, რომელიც „განრიდების“ შემდეგ გაათავისუფლეს. 

საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს სასადილოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. 

შსს-მ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ორი პირი, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი. მისი ნათესავი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

მომიტინგეები მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.


ყველა ახალი ამბავი
0