რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – პოლიციამ კარვები აიღო

© Sputnik / Levan Avlabreliაქცია რუსთაველზე
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე კარვები აქციის „ნუ მომკლავ" წევრებმა დადგეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კარვები აიღო, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.

კარვების დაშლას წინ უსწრებდა აქციის, სავარაუდოდ, ათამდე მონაწილის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის თაობაზე განაცხადა, რომ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ კარვებში ჩხუბი დაიწყეს. კარვები სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე გადაიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის აქციის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

ყველა ახალი ამბავი
0