18:18 21 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8414
  • 100 RUB3.8647
  • USD2.4573
საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ“ რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგვიანებით დაიწყო

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (101)
91 0 0

რუსთველის გამზირზე კვლავ შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან კვირას კვლავ იმართება მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომელიც დაგეგმილი 16:00 საათის ნაცვლად 17:00 საათზე დაიწყო.

Редактор газеты Хроника+ Элисо Киладзе
© Sputnik / STRINGER
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი

მანიფესტაციის ერთი საათით გადატანა ორგანიზატორებმა იმით ახსნეს, რომ რეგიონის მცხოვრებლები თბილისში აქციაზე ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ. 

აქციაში სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ საზოგადოების გარდა, მონაწილეობას იღებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა პოლიტიკოსები განცხადებების გაკეთებას არ აპირებენ, ისინი აქციაზე დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.

Заза Сиралидзе на акции протеста
© photo: Sputnik / STRINGER
ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციაზე

მიუხედავად ამისა, აქციის ერთ-ერთი  სპიკერია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. TV Pirveli-ს ინფორმაციით, სწორედ მისმა პარტიამ მიმართა თბილისის მერიას და აცნობა აქციის შესახებ, რომლის გამართვა სამი დღის განმავლობაში იგეგმება.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.

აქციაზე ასევე იმყოფება პანკისის ხეობის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. როგორც მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი  ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

Малхаз Мачаликашвили отец убитого в Панкисском ущелье в ходе спецоперации
© Sputnik / STRINGER
სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 31 მაისს დაიწყო — როდესაც თბილის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის და კიდევ ერთი მოზარდის — ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

მოზარდები მასობრივ ჩხუბს ხორავას ქუჩაზე, №51-ე სკოლის მახლობლად, 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ.

დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს საავადმყოფოში.

პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა, მეორე დამნაშავედ ცნეს სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

სწორედ ეს გახდა სარალიძის უკმაყოფილების მიზეზი. ის მიიჩნევს, რომ გამოძიება არაობიექტური იყო და პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობის საქმე ვერ გახსნა.

პროკურატურასთან აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია პარლამენტთან გაგრძელდა.

გასულ კვირაში სარალიძე შეხვდა კვირიკაშვილს და საქმის განმეორებითი გამოძიებისთვის, რომელსაც შსს ატარებს, მას ვადა 10 ივნისამდე მისცა.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია კიდევ ერთი ბრალდებული >>

პარასკევსა და შაბათს მოსწავლეების მკვლელობის განმეორებითი გამოძიების ფარგლებში შსს-მ განაცხადა ორი ადამიანის — მერაბ მორჩაძისა და მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ.

მორჩაძეს ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, ხოლო სუბელიანს, რომელიც მკვლელობამდე მთავარ პროკურატურაში მუშაობდა — დანაშაულის შეუტყობინებლობა.


თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (101)

მთავარი თემები