მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს თბილისში გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliსაპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო მიტინგზე რეგიონების წარმომადგენლები მოემართებიან, აქციის ადგილას პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება შეინიშნება

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან კვირას კვლავ გაიმართება მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია.

აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ 16:00 საათზეა დაგეგმილი. საზოგადოების გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია მირზა სუბელიანი >>

ТВ Imedi-ს ინფორმაციით, სამეგრელოდან და აჭარიდან ამ პარტიის მომხრეების მანქანები თბილისისკენ მოემართებიან. პარტიამ „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კვირის აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აქციის ადგილას პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება შეინიშნება.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე: სუბელიანის დაკავება საკმარისი არ არის

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 31 მაისს დაიწყო — როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის და კიდევ ერთი მოზარდის — ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

მოზარდები მასობრივ ჩხუბს ხორავას ქუჩაზე, №51-ე სკოლის მახლობლად, 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ.

დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს საავადმყოფოში.

პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი პირი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა, მეორე კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი კვირიკაშვილის გადადგომის წინააღმდეგია

სწორედ ეს გახდა სარალიძის უკმაყოფილების მიზეზი. ის მიიჩნევს, რომ გამოძიება არაობიექტური იყო და პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობის საქმე ვერ გახსნა.

პროკურატურის შენობასთან აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია პარლამენტთან გაგრძელდა.

გასულ კვირაში სარალიძე შეხვდა კვირიკაშვილს და საქმის განმეორებითი გამოძიებისთვის, რომელსაც შსს ატარებს, მას ვადა 10 ივნისამდე მისცა.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია კიდევ ერთი ბრალდებული >>

პარასკევსა და შაბათს მოსწავლეების მკვლელობის განმეორებითი გამოძიების ფარგლებში შსს-მ განაცხადა ორი ადამიანის — მერაბ მორჩაძისა და მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ.

მორჩაძეს ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, ხოლო სუბელიანს, რომელიც მკვლელობამდე მთავარ პროკურატურაში მუშაობდა — დანაშაულის შეუტყობინებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0