ზაზა სარალიძე: სუბელიანის დაკავება საკმარისი არ არის

© Sputnik / Shota Nozadzeზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის მამამ, ძალაში დატოვა ულტიმატუმი, რომელიც ხელისუფლებას წაუყენა

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ყოფილი ჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავება და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არასაკმარისია.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია მირზა სუბელიანი >>

სუბელიანი დააკავეს 16 წლის მოსწავლეების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის განმეორებითი გამოძიების ფარგლებში. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. 
„მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებისგან თუ ძალოვანი უწყებისგან, რომ თითქოს ამით მე გავჩერდები. მე საუბარი არ მქონია მხოლოდ მირზა სუბელიანზე. კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე: მიხეილ კალანდია, ამ საქმის პროკურორები, რომლებიც პირდაპირ პასუხისგებაში არიან მისაცემი“, — განაცხადა სარალიძემ.
ხელმოწერების შეგროვება თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
ოპოზიცია თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს
სუბელიანის შვილი მოზარდებს შორის ჩხუბის მონაწილეა, რომელმაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის დაღუპვა გამოიწვია.
სარალიძის  თქმით, გამოძიება საქმით არ არის დაკავებული.
„ხვალინდელი აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მე ნაბიჯები ჯერჯერობით ვერ დავინახე. გავიგე, რომ ვიღაც ექსპერტები და სკოლის დირექტორი ჰყავთ დაბარებული. საქმის პროკურორები, რომლებმაც პირდაპირ გააყალბეს საქმე, ამ ხალხს არ იბარებენ და რა შუაშია სკოლის დირექტორი“, — განაცხადა სარალიძემ.
სარალიძე 10 ივნისამდე მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირისა და მათი მფარველების დაკავებას, ასევე იმ გამომძიებლების, რომლებმაც, მისი თქმით, საქმის მნიშვნელოვანი მასალები გაანადგურეს.
ყველა ახალი ამბავი
0