აგარის ქარხანა მუშაობას იწყებს

© FB / Gtuc აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების აქცია თბილისში
აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარხნის გახსნის ცერემონიაზე ღვაწლმოსილ თანამშრომლებს დააჯოლდოებენ

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს, იუწყება ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი Facebook-გვერდზე.

ქარხნის ტერიტორიაზე დღეს 11 საათზე გაიმართება აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სავაშ უზანი, „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძე და შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლები.

შაქარი სურსათს მაღაზიის დახლებზე - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილია - „აგარის შაქრის“ ქარხანა მუშაობას განაახლებს

ქარხანამ, რომელშიც 480-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბერს შეწყვიტა. ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა მარტის დასაწყისში საპროტესტო აქციები დაიწყეს და განაცხადეს, რომ დაბაში არსებული ერთადერთი სამსახური დაკარგეს. მომიტინგეებმა აგარიდან თბილისამდე 110-კილომეტრიანი მანძილი ფეხით გამოიარეს, თბილისში მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის შენობის წინ აქცია გამართეს. მათ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნეს-ომბუდსმენი შეხვდნენ.

ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართავენ ლევან კალანდაძე, კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, გაიმართება ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია, ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 3 ივნისს მეტროს გაჩერება დააანონსეს >>

კომპანია „აზერსუნი“, რომელსაც „აგარის შაქარი“ ეკუთვნის, ქარხნის დახურვის მიზეზად ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0