ჩინური კომპანია საქართველოში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ააშენებს

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენდირექტორმა ლაშა კილაძემ ფსიქიატრიული ავადმყოფების მკურნალობის კუთხით სწორი მიდგომის მნიშვნელობა აღნიშნა

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik.  ჩინური კომპანია საქართველოში ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ააშენებს, პროექტი ქვეყნის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია, განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენდირექტორმა ლაშა კილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მან მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ამ პროცესში ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  ფსიქიკური პროგრამების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები. 

ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას პრემიერი გამოეხმაურა

 „მეტიც, ჩვენ გაგვაჩნია წინასწარი შეთანხმება, რომ ამ ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, პროექტირების დროსაც კი ვიქნებით ჩართული, რადგან ეს ცენტრები ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სიმძლავრეებით იმ ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს, რასაც საზოგადოება ცენტრს აკისრებს“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, დღეისათვის  ფსიქიკური აშლილობის მქონე ბევრი პაციენტი სტაციონარში იმყოფება, თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობს.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტთა ოჯახებმა გაიგონ, რომ მკურნალობა მხოლოდ სტაციონარის ფარგლებში არ ხდება და ეს იზოლაცია, თუ ასე ვთქვათ, დესოციალიზაცია, ადამიანის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი სულაც არ არის. პირიქით, უმჯობესია, პაციენტი მისთვის ჩვეულ გარემოში, ოჯახის წევრებთან იმყოფებოდეს“, – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, როგორც კილაძემ აღნიშნა, პაციენტების მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების როლი და ჩართულობა. 

კილაძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში, მათ შორის, მოსწავლეებში  აქტიური კამპანიის წარმართვა, რამდენადაც საქართველოში ამ ადამიანებთან მიმართებით არატოლერანტული დამოკიდებულებაა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0