ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 მაისს საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

გუშინ, 26 მაისს საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული  — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გაცხადებული და საიდუმლო მიზეზები

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს.მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ოცდაათსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამან განაპირობა ქართული რესპუბლიკის პროგრესულობა.

„ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გვიან ღამით გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებას საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0