26 მაისს რეკრუტები და წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ

გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.

შეიარაღების გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
რა დაუჯდება თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

სამხედრო ფიცის დადების ცერემონია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სამხედრო მარშით გაიხსნება, რომელიც სამხედრო ორკესტრმა შემონახული ნოტებიდან სპეციალურად აღადგინა. ფიცს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაიბარებს.

26 მაისს სამხედრო ფიცის დადების ცერემონია საქართველოში ერთდროულად ექვს ადგილზე გაიმართება — თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, დიდგორსა და ბათუმში.

გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. კერძოდ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი", ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, ჩინგორი", „დიდგორი", „ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი" და RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.

26 მაისს საქართველოში 300-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0