ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 24 მაისს

© photo: Sputnikტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღისით საქართველოს დედაქალაქში 32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ხუთშაბათს, 24 მაისს, ცვალებადი ამინდი ელოდებათ.

მზე 05:33 საათზე ამოვა და 20:21 საათზე ჩავა.

დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, 14:00 საათიდან კი მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +16, დღისით კი +32 გრადუსი სითბო იქნება. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0