საქართველოში თითქმის 53 ათასი ნიკოლოზია

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მოდის კვირეული
თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსახლეობას წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე მიულოცა და გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ნიკოლოზი ცხოვრობს ქვეყანაში.

გოგონები - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალის პოპულარული სახელების ტოპ-ათეული

სამშაბათს საქართველოში ნიკოლოზობას აღნიშნავენ.

დღესდღეობით საქართველოში 52,7 ათასი ნიკოლოზია დარეგისტრირებული. ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია ისევე, როგორც გიორგი, ანდრია, დავითი და ალექსანდრე.

ეს გასაკვირი არაა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. დღეს საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

ნიკოლოზობა საქართველოში წელიწადში ორჯერ — 19 დეკემბერსა და 22 მაისს აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0