თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

© photo: Roads Department of Georgia / FBთუშეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები ტარდება
თუშეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები ტარდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.  

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთში ციხე-სოფლებს აღადგენენ

უწყების ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია. შესაბამისი სამუშაოები იგეგმება გზის 56-ე კილომეტრზეც ჩამოწოლილი მეწყრული მასისგან საავტომობილო გზის გასაწმენდად.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე წლის ზამთარში კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის კალაპოტი გადაკეტა. ზამთრის სეზონიდან დღემდე კლდოვანი მასის ჩამოშლა რამდენჯერმე გამეორდა, რამაც გზაზე ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0