სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილთა სასაჩუქრე პაკეტი გაუმჯობესდა

© photo: Sputnikმრავალშვილიანი ოჯახი სეირნობისას
მრავალშვილიანი ოჯახი სეირნობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალშობილთა მშობლებს დამატებითი საჩუქრების აღება ქვეყნის ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში გაუმჯობესდა სოციალური პროექტის „კეთილი იყოს შენი მობრძანება" სასაჩუქრე პაკეტი ახალშობილებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაიბადნენ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება" საქართველოში 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამუშავდა. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბავშვის დაბადების შემდეგ შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს და დაბადების მოწმობის წარდგენის შემდეგ მიიღონ სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც შედის ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
რა პრივილეგიით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოში

ახლა ამ საჩუქრებს დაემატა უფასო ვაუჩერი (20 ლარი) ბავშვთა კვებაზე და მოვლის საშუალებებზე. მშობლებს ასევე გადასცემენ 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომლითაც სხვადასხვა პროდუქციის შეძენას შეძლებენ ნახევარ ფასად.

სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია იუსტიციის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმადეპოს" (Pharmadepot) შორის.

„სწორედ მშობელთა ამ სურვილების გათვალისწინებით წარმართა იუსტიციის სახლმა მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან, რომელთაგან შესაბამისი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ "ფარმადეპოსთან" მოხერხდა. ამისათვის „ფარმადეპოს" როგორც ჩვენი, ასევე ბავშვებისა და მშობლების სახელით ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა. იმედი მაქვს, მომავალში სხვა კომპანიებიც გამოიჩენენ მსგავს სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩვილის დაბადებისთანავე შეაბიჯებენ იმ ოჯახებში, რომელთაც ამგვარი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პროექტის არსებობის განმავლობაში სასაჩუქრე პაკეტი 4,1 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროგრამით ბენეფიციარების 68.35% კმაყოფილი იყო, 6,84%-მა აღნიშნა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს, ხოლო 24,81%-მა სურვილი გამოთქვა, რომ ნაკრებს დაემატოს ბავშვის საკვები და ჰიგიენური საშუალებები.

ყველა ახალი ამბავი
0