მე-12 კლასელები ქართული ენის გამოცდას აბარებენ

გამოწერა
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მე-12 კლასელები დღეს გამოცდას ქართულ ენასა  და ლიტერატურაში აბარებენ.

ქართული ენის და ლიტერატურის გარდა მე-12 კლასელებს  გამოცდა უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ექნებათ.  

წელს გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მე–12 კლასის მოსწავლე ჩააბარებს. ამ რაოდენობაში იგულისხმება ყველა ის მოსწავლე, ვისაც გამოცდები გეგმიურად უწევს და ასევე ისინი, ვისაც მე–11 კლასის გამოცდა გასულ წელს არ ჩაუბარებია და წელს აბარებს.

წიგნები - Sputnik საქართველო
კვლევა: მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას მაქსიმალური შედეგის ჩვენებას

გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, მოსწავლეებმა გაიარეს პრეტესტი, რათა უკეთ გასცნობოდნენ საგამოცდო პროცესს. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო.

წელს გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ  მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

გამოცდების გრაფიკი ასეთია:

20 მაისი

ქართული ენა და ლიტერატურა 

ქართული, როგორც მეორე ენა

გეოგრაფია

21 მაისი

უცხო ენები

ბიოლოგია

22 მაისი

ისტორია

ფიზიკა

23 მაისი

მათემატიკა 

ფიზიკა

24 მაისი

ქიმია

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

2017 წელს საქართველოში 11 ათასამდე სკოლის მოსწავლემ ვერ შეძლო გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება.

ყველა ახალი ამბავი
0