საქართველოში „გერმანული ენის თვე“ ტარდება

© FB / Drei Länder eine Spracheგერმანული ენის თვე
გერმანული ენის თვე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. „გერმანული  ენის  თვე“ სლოგანით „სამი ქვეყანა — ერთი ენა“ საქართველოში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით იმართება.

პროგრამა საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი. 

მიხეილ ხაჩიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა ვენაში გერმანულ-ქართულ ქუჩური გამოთქმების, სლენგის ლექსიკონი შეადგინა

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ  გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის კულტურას თბილისში,  თელავში, გორში, ბოლნისში, ზესტაფონსა და ქუთაისში. ერთი თვის განმავლობაში გაიმართება თეატრალური კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული  ღონისძიებები.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მოხსენება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უთრიერთობების შესახებ, საინფორმაციო ღონისძიებები გერმანიის აკადემიური  გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით. 

„გერმანული ენის თვე“ საქართველოში წელს მეექვსედ იმართება. ღონისძიება 15 მაისს დაიწყო და 17 ივნისამდე გასტანს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0