საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაცინეტი კლინიკაში
პაცინეტი კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ინფიცირებულთა სტატისტიკა გამოქვეყნდა

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა 250 ადამიანით გაიზარდა 7 000 ადამიანს აჭარბებს, ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში ბავშვები აივ-ინფექციით აღარ იბადებიან >>

2018 წლის 14 მაისის მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია აივ-ინფექციის მატარებელი 5 200-ზე მეტი მამაკაცი და 1800-მდე ქალი. პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29 წლიდან 40 წლამდე მერყეობს.

ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში შიდსი განუვითარდა 3 700-ზე მეტ აივ-ინფიცირებულ პაციენტს, ხოლო 1 400-ზე მეტი გარდაიცვალა.

სისხლის ჩაბარების ცენტრი - Sputnik საქართველო
C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

„მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია“, — ნათქვამია განცხადებაში.

მათი უმრავლესობა (45,4%) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით. ინიექციური გზით — 41,3%, ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით — 10,7%, ვერტიკალური გზით (ანუ დედისგან) – 1,4% და სისხლის გადასხმის შედეგად — 0,5%. დანარჩენ შემთხვევებში დაინფიცირების მიზეზი დაუდგენელია.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში საქართველოში დაახლოებით 11 000 აივ-ინფიცირებული პირია.

საქართველოში აივ-დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ათი წლის შემდეგ, 1999 წელს, ახალი პაციენტების რიცხვი 35-ს შეადგენდა, კიდევ ათ წელში — 344-ს. აივ-დაინფიცირების დარეგისტრირებული შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა — 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
С ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდება

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.

ყოველწლიურად მაისის მესამე კვირას (წელს 20 მაისს) იხსენებენ შიდსით გარდაცვლილ ადამიანებს. პირველად შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის დღე სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღნიშნეს. რამდენიმე წელში გაჩნდა ამ დაავადებასთან ბრძოლის სიმბოლო — ტანისამოსზე დამაგრებული წითელი ლენტი, ასევე ქსოვილი, რომელიც შეკერილია ფერად-ფერადი ნაჭრებისგან — როგორც გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის სიმბოლო.

 

ყველა ახალი ამბავი
0