15:23 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
კომპიუტერი

თბილისში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

თბილისში ინფორმაციული უსაფრთხოების ბოლო ტრენდებს განიხილავენ

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  თბილისში კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი რუსულენოვანი კონფერენცია „ინფორმაციული უსაფრთხოების კოდი“ 24 მაისს გაიმართება, რომელშიც 100–ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.  

კონფერენციაზე განიხილავენ ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენდებს, საკვანძო ტექნოლოგიებს, ასევე დარგის პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

კონფერენციაზე იგეგმება რუსი, ქართველი და უკრაინელი ექსპერტების გამოსვლა, მათ შორის, Internet Development Initiative–ის წარმომადგენელი ლადო სვანაძე, „აიტი ტასკის“ წარმომადგენელი დმიტრი ილინი,  SearchInform–ის წარმომადგენელი სერგეი ანანიჩი,  InfoWatch–ის წარმომადგენელი ალექსანდრ გორსკი,  Softprom by ERC–ის წარმომადგენელი ვადიმ ლეშინსკი და სხვები.

 საქართველოში მსგავსი კონფერენცია მეორედ ტარდება.  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო  „Sputnik საქართველო“ წლევანდელი კონფერენციის საინფორმაციო პარტნიორია.

მთავარი თემები