LGBT პირთა უფლებების დაცვით საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს

© photo: Sputnik / Vadim Zhernov / გადასვლა მედიაბანკშიLGBT
LGBT - Sputnik საქართველო
გამოწერა
LGBT პირების უფლებების დაცვის მხრივ რეგიონში ლიდერი მალტაა (91,04%), რომელმაც გასულ წელს ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროპულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ILGA-Europe ლგბტ (LGBT) პირების უფლებების დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ევროპის 49 ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს კვლევას Rainbow Europe და აქვეყნებს მონაცემებს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) პირების უფლებების შესახებ 0-100%-იანი ინდექსით.

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული — დაკავებულია 53 ადამიანი>>>

2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს 100%-დან 25,87% აქვს მინიჭებული ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით.

საქართველო ამ მაჩვენებლით პირველია რეგიონში, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში — მეორე. მას მხოლოდ ესტონეთი უსწრებს (39%). გარდა ამისა, Rainbow Europe-ის ინდექსის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, პოლონეთსა და ლატვიას.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის პრიზი მიიღო

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 49 ქვეყნიდან მხოლოდ 16-მა მიიღო 50%-ზე მაღალი შეფასება. LGBT პირების უფლებების დაცვის მხრივ რეგიონში ლიდერია მალტა (91,04%), რომელმაც გასულ წელს ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო. მას მოსდევენ ბელგია (78,76%), ნორვეგია (77,74%), დიდი ბრიტანეთი (73,48%) და ფინეთი (73,27%).

კვლევის ავტორთა შეფასებით, სექსუალური უმცირესობების უფლებები ყველაზე დაუცველია აზერბაიჯანში (4,7%). ბოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ სომხეთი (7,2%), თურქეთი (8,6%), მონაკო (9,76%) და რუსეთი (10,9%).

ILGA-Europe 1996 წელს დაარსდა და 500-ზე მეტ ორგანიზაციას მოიცავს ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით. ორგანიზაცია ყოველი წლის მაისში აქვეყნებს კვლევას, სადაც განიხილავს ლგბტ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და აფასებს მათ ცხოვრებას ყველა ევროპულ ქვეყანაში დისკრიმინაციის, ოჯახური აღიარების, სიძულვილის ენის, გენდერის აღიარების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა და თავშესაფრის მიღების კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0