სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული – დაკავებულია 53 ადამიანი

© photo: Sputnikძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სიძულვილის ნიადაგზე ყველაზე მეტი დანაშაული სქესისა და გენდერული ნიშნით მოხდა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წლის დასაწყისიდან სიძულვილის ნიადაგზე (გენდერული ან ეროვნული, ან ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით) დანაშაულის ჩადენისთვის 53 ადამიანი დააკავეს.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სანქციები დანაშაულის დაფარვისთვის შეიძლება გამკაცრდეს

ერთობლივი მუშაობა ჩაატარეს საქართველოს შსს-ს ტერიტორიულმა ორგანოებმა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთაგან 39-ს ბრალი ედება სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენაში, ათ ადამიანს — სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ოთხ პირს — ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენაში.

რატომ კლავენ საქართველოში ქალებს>>>

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს და მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებით", — აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი დანაშაულების ეფექტურად გამოძიების მიზნით სამინისტრომ გამომძიებლებისთვის შეიმუშავა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია დაზარალებულთა, ბრალდებულთა და მოწმეების დაკითხვის ინსტრუქცია.

ყველა ახალი ამბავი
0