„უნივერსიტეტის თეატრი – 100": თსუ-ში გამოფენა გაიხსნება

გამოწერა
ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი — 100" დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თსუ - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო დონის ინგლისურენოვანი პროგრამები გაჩნდება

საქართველოში კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გაიხსნა. მისი პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან მალევე ჩამოყალიბდა სტუდენტური შემოქმედებითი წრეები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სტუდენტურ დასს. 1918 წლის მაისში უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი კულტურული ღონისძიება მეოცე საუკუნის გამოჩენილი მსახიობის ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე იყო. 1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული მუსიკის კათედრა, გაიხსნა თეატრალური დასი, რომლის რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა მოიწვიეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა>>>

უნივერსიტეტის თეატრისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას უმაღლესი სასწავლებლის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თეატრის დაარსებისა და განვითარების ისტორიის ამსახველი მასალები, დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები და თეატრალური კოსტიუმები.

გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალა დაცულია თსუ-ის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ყველა ახალი ამბავი
0