07:50 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
თბილისობა

ღვინო და ცეკვები: „გიორგობას" სიკტივკარში აღნიშნავენ

© AP Photo / Shakh Aivazov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (169)
2410

კომის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები ქართული კულტურის დღესასწაულს იზეიმებენ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღესასწაულს — „გიორგობას" 19 მაისს აღნიშნავენ, ნათქვამია რესპუბლიკის ნაციონალური პოლიტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც კომის რესპუბლიკაში ქართველთა ეროვნულ-კულტურული გაერთიანების ორგანიზებით ტარდება, წმინდა გიორგის ხსენების დღეს (გიორგობას) ეძღვნება.

სიკტივკარში რესპუბლიკური ფილარმონიის სცენაზე გამოვლენ უხტას, სიკტივკარისა და მოსკოვის შემოქმედებითი კოლექტივები და შემსრულებლები.

ფილარმონიის ფოიეში გაიმართება ექსპოზიცია, რომელიც დამთვალიერებელს რესპუბლიკაში ქართველთა ეროვნულ-კულტურული გაერთიანების მოღვაწეობის შესახებ მოუთხრობს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაცია იგეგმება.

სიკტივკარის შემდეგ „გიორგობა" ვორკუტაშიც გაიმართება ნოემბერში.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და 23 ნოემბერს მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.

Религиозный праздник Грузии, названный в честь Святого Георгия Победоносца – Гиоргоба
© photo: Sputnik / РИА Новости
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ.

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებელმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.

თემები:
რუსეთი დღეს (169)

მთავარი თემები