გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ ზომები, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იყოს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, — ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მეორე დღე მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
დაპირისპირება რუსთაველზე: პოლიცია ჯერჯერობით სიტუაციას აკონტროლებს

პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
„სახელმწიფოს ექნება ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით ჰუმანური მომხმარებლების მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ ზომები, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იყოს.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე დაძაბული მდგომარეობა. იქ არიან მისული ნეონაცისტური დაჯგუფებები, რომლებიც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებენ და მათთან დაპირისპირებას ცდილობენ. პოლიცია ცდილობს არ დაუშვას, რომ დაჯგუფეფების წევრები მიუახლოვდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებს. 
რუსთველის გამზირზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0