16:25 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე

დაპირისპირება რუსთაველზე: პოლიცია ჯერჯერობით სიტუაციას აკონტროლებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)
182 0 0

დაკავებულია კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა და რამდენიმე მონაწილე

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამართალდმცველებმა კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა და რამდენიმე მონაწილე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

დაკავების მიზეზი აქციაზე მომხდარი დაპირისპირება გახდა. გაბედავა პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ნეონაცისტური ჯგუფის რამდენიმე წევრი რუსთაველის გამზირზე, სადაც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, შეჭრას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.

„საქართველოს ახლგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა გაბედავა დააკავეს.

კონტრაქციის მონაწილეები მოძრაობა „თეთრ ხმაურს“ უპირისპირდებიან. მათი განცხადებით, სურთ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ნარკოტიკი არის მიუღებელი და ნარკოტიკმა შეიწირა  თაობები.

კონტრაქციას მართავენ ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები, მათ შორისაა გიორგი გაბედავა. ცოტა ხნის წინ ისინი პოლიციამ ჭანტურიას ქუჩაზე შეაჩერა და რუსთაველის გამზირზე ასვლის საშუალება არ მისცა, თუმცა პარკის მეორე მხრიდან, მსვლელობით ქაშუეთის ეკლესიისკენ ავიდნენ.

კონტრაქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიასთან სანთლები დაანთეს.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეები კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.


თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)

მთავარი თემები