18:53 21 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ ალექსანდროვის ბაღთან

პარლამენტის შენობასთან პარალელურად სამი აქცია მიმდინარეობს - პირდაპირი რეპორტაჟი

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (50)
267 0 0

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად „ქართული მარშის“ და ეროვნული სოციალისტური მოძრაობის წევრების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს.

თბილისი 13 მაისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად სამი აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც 11 მაისის ღამით დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და დროებით შეწყდა კვირას დილით.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები არიან „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავენ. ცოტა ხნის წინ „თეთრი ხმაურის“ აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ პარლამენტის შენობასთან მისვლას აპირებდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში გია ჭანტურიას ქუჩაზე იმყოფებიან. ისინი მხარს უჭერენ სპეცოპერაციას, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარდა.

„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“, — აღნიშნული ლოზუნგით აპირებდნენ კონტრაქციის გამართვას რუსთაველის გამზირზე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას ქუჩა აქვს გადაკეტილი და ისინი რუსთაველისკენ წასვლას ვერ ახერხებენ და ადგილზე რჩებიან.

„გვსურს, ჩვენი ძალა დავანახოთ ყველას. ყველა ახალგაზრდის სახელით ნუ საუბრობენ“, — აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი მიზანი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაპროტესტებაა. 

ცოტა ხნის წინ კი მთავრობის ადმინისტრაციის წინ მცირერიცხოვანი კონტრაქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებები“. მონაწილეებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს. მათ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სახელმწიფოს უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდეს.

რუსთაველზე შეკრებილ აქტივისტებსა და შსს-ს პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაზე წესრიგს უზრუნველყოფენ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა მიმართა. წიქარიშვილმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ცდილობენ ვითარება არ დაიძაბოს მოძრაობის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

„როგორც ხედავთ, დღეს აქციის განსხვავებული ფორმატი გვაქვს; ფაქტიურად, პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ გვიწევს ყოფნა. პირველ რიგში, დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით, ჩატარებული მოქმედებებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებს. კრიტიკა, რომელიც დღეს აქ გაჟღერდება პოლიციური სისტემის მიმართ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ პერსონალურ კრიტიკად. ეს იქნება კრიტიკა სისტემის ხასიათისა და იმის მიმართ, თუ როგორ მუშაობს ეს პოლიტიკური სისტემა, რომლის მსხვერპლი ხშირად ჩვენი პოლიციის წევრებიც ხდებიან ხოლმე“, — განაცხადა წიქარიშვილმა.

პროტესტის ტალღა დაიწყო სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში — „ბასიანსა“ და „გალერიში“, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. უწყების განმარტებით, მათ ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი და ღამის კლუბებთან მათი კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა დაკავებულიდან ერთ-ერთი „გალერის“ დაცვის წევრია.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბებში იმყოფებოდა.

თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (50)

მთავარი თემები