ლომჯარია:ნარკორეალიზებაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს.

თბილისი 13 მაისი — Sputnik. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 12 მაისს, გვიან ღამით ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში. ამის შესახებ ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამის შესახებ თვითონ დაკავებულებმა განაცხადეს.

„ჩვენმა წარმომადგენლებმა მოინახულეს სისხლის სამართლის წესით დაკავებული რვავე ადამიანი. მათი განცხადებით, დაკავება მოხდა სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე და არა კლუბების ტერიტორიაზე“, — განაცხადა ლომჯარიამ.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეებს ნარკოტიკის შემოტანის გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

ლომჯარიას განცხადებით, ის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს. სამინისტროს განმარტებით, სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინებით დაიგეგმა. ისინი ადასტურებენ ფაქტს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები კლუბის გარეთ დააკავეს, თუმცა, ჰქონდათ ინფორმაცია კლუბის შიგნითაც ნარკოტიკების არსებობის შესახებ და შენობაში შესვლა ამ ნარკოტიკების ამოღებას უკავშირდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ნარკორეალიზატორი კლუბ „გალერის“ დაცვის წევრია. ის კლუბში დააკავეს და მას „პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები“ აღმოაჩნდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ნარკორეალიზებაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც 12 მაისს გავრცელდა.

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით დაკავებულებს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს წარედგინათ.

შსს-ს  ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს. დაკავებულების უმრავლესობა კი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0