მოსწავლეებისთვის ექსკურსიები და ლაშქრობები ეწყობა

© photo: Sputnik / Stringerვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშქრობები დატვირთულია სპორტული და გასართობი აქტივობებით.

თბილისი 13 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ექსკურსიები და ლაშქრობები იმართება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შემეცნებითი ინფორმაცია მიიღონ ეკოლოგიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ლაშქრობები დატვირთულია სპორტული და გასართობი აქტივობებით.


„დღეს დაგეგმილია ლაშქრობა ხუთი სკოლის მასშტაბით. მარშრუტი იქნება ვაკის პარკიდან კუს ტბამდე. გვეყოლება ლიდერები, როლებიც გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ. იქნება გარკვეული წესები, რის შედეგადაც ჩვენ ავალთ კუს ტბაზე. გვასწავლიან სხვადასხვა აქტივობებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ტყეში. ამჯერად ხუთი სკოლიდან ვართ წარმომადგენლები. შესაძლებელია ჩაგვერთონ სხვა სკოლებიც. ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ეს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს“, — განაცხადა ლაშქრობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროექტის პირველ ეტაპზე, ლაშქრობაში საპილოტე სკოლების 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომავალში პროექტში თბილისის სკოლებთან ერთად, რეგიონის სკოლების ჩაერთვებიან.

ყველა ახალი ამბავი
0