სახელმძღვანელოები საჩუქრად 290 000 მოსწავლეს გადაეცემა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასკოლო სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს 7 მილიონი ლარი დაუჯდება

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ახალ სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოები 1-6 კლასების 290 000 მოსწავლეს გადაეცემა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 2,2 მილიონამდე წიგნისა და მილიონამდე რვეულის შესაძენად. ამისთვის კი ჯამში 7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. 

საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება.

სკოლა - Sputnik საქართველო
საქართველოს საჯარო სკოლებში მეორეკლასელთა გაკვეთილები 5 წუთით მცირდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი შეიმუშავა, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს გამოჩნდება. გრიფირება სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომელსაც სახელმწიფო კომისიის წევრები აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

საჯარო სკოლებს სახელმძღვანელოებით განათლების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოამარაგებს. სხვა ავტორები, რომელთა სახელმძღვანელოებიც ასევე მოიპოვებენ გრიფირების ნიშანს, მათ კერძო სკოლებს შესთავაზებენ.


ყველა ახალი ამბავი
0