საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიTelegram
Telegram - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლო დღის განმავლობაში განიხილავს ნარკოტიკების ონლაინ–გაყიდვისთვის დაკავებულთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნარკოვაჭრობის საქმის ახალი დეტალები გაახმოვანა — Telegram-ის მესენჯერის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე ორშაბათს დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა - დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი

შსს–მ ნარკოტიკების ონლაინ–გაყიდვის სქემისა და 27 წლის ნინო გეგელაშვილისა და 24 წლის გიორგი გოგებაშვილის დაკავების თაობაზე ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელა. ნარკოტიკები პოლიციამ სამალავების, ქალის ავტომობილისა და მისი პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინა.

„გ.გ. და ნ.გ. Telegram-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ოთხშაბათს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება") მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოვაჭრობაში დამნაშავე პირების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გოგებაშვილი თბილისის ერთ-ერთი რაიონის ინსპექტორ-გამომძიებლის ძმაა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0