ზუგდიდში მძღოლების აქცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerავტობუისები პარკინგზე
ავტობუისები პარკინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლები მასშტაბური აქციების დაწყებით იმუქრებიან.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ადგილიდან  „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

Metro Georgia-ს ავტობუსები - Sputnik საქართველო
ავტობუსის მძღოლები თურქული კომპანია Metro-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ

აქციის მონაწილეები ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილები და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.

მძღოლების განცხადებით, ქალაქში უნდა გაუქმდეს კერძო სადგურები.

მძღოლები  ხელისუფლებას პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციების დაწყებით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ყველა ახალი ამბავი
0