ბათუმში ეთნოგრაფიული კუთხე გაჩნდება

© Sputnik / Seyran Baroyanანბანის კოშკი
ანბანის კოშკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეთნოგრაფიული სახლი ტურისტების თავშეყრის ადგილი იქნება

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბათუმში შეიძლება ეთნოგრაფიული კუთხე გაჩნდეს, რომელიც განთავსდება გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ „ოდაში“, განაცხადა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა ტელეარხ Imedi-ის ეთერში.

ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო
ეთნოგრაფიული მუზეუმი ხალხური რეწვის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლებს

ოდა ორსართულიანი შენობაა, რომლის პირველი სართული ქვისაა, მეორე კი ხის, რომელსაც მოჩუქურთმებული აივანი ალამაზებს.

„იდეაა გაკეთდეს ეთნოგრაფიული სახლი, პროექტს მკვლევარი გია დიასამიძე ახორციელებს, რომელსაც უნდა სახინკლე და საზანდარი კი არა, კარგი ქართული,  ეთნოგრაფიული სახლი გახსნას. ეს იქნება ტურისტების თავშეყრის ადგილი", — განაცხადა მირიან მეტრეველმა.

პროექტის თანახმად, ეთნოგრაფიული სახლი ბულვარის ტერიტორიაზე ანბანის კოშკთან განთავსდება.

საქართველოში პირველი გასტრონომიული მუზეუმი იხსნება>>>

დღეს საქართველოში ორი სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმია. ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში ღია ცის ქვეშ არის განთავსებული და ერთგვარად საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს. მუზეუმი 14 გეოგრაფიულ ზონადაა დაყოფილი: ქართლი, სამეგრელო,  აჭარა, სამაჩაბლო, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი,  მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ასევე განთავსებულია სვანეთში. მესტიაში მდებარე ეთნოგრაფიისა და სვანეთის ისტორიის მუზეუმში არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ფერწერის უძველესი მდიდარი კოლექცია, საომარი აღჭურვილობა და ასევე ძველი აღთქმა ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0