საქართველოში რუსული ენა უკეთ იციან, ვიდრე ინგლისური

გამოწერა
რუსული ენა საწყის დონეზე არ იცის გამოკითხულთა 11%-მა, ინგლისური კი 58%-მა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. უმაღლეს დონეზე რუსულ ენას საქართველოს მოსახლეობაში გამოკითხულთა 24% ფლობს, მაშინ, როდესაც ინგლისური ენა იგივე დონეზე რესპონდენტების მხოლოდ 5%-მა იცის – ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები.

კვლევის შედეგები NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა თბილისში ორშაბათს გამოაქვეყნა.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში რუსულ ენას საშუალო დონეზე გამოკითხულთა 43% ფლობს, საწყის დონეზე — 22%. საწყისი ცოდნა არ აქვს რესპონდენტების 11%-ს.

როგორ ჩაიარა „ტოტალურმა კარნახმა“ საქართველოში>>>

ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობს გამოკითხულთა 17%, საწყის დონეზე — 16, ხოლო რესპონდენტების 58%-მა ინგლისური საწყის დონეზეც არ იცის.

თბილისში რუსულ ენას მაღალ დონეზე ფლობს რესპონდენტების 42%, ამდენივეა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც რუსულ ენას საშუალო დონეზე ფლობენ. საწყის დონეზე რუსული ენა გამოკითხულთა 11%-მა იცის, ხოლო საბაზისო ცოდნა არ აქვს 5%-ს.

რაც შეეხება ინგლისურ ენას, თბილისში მაღალ დონეზე ფლობს რესპონდენტების 12%, საშუალო დონეზე კი 30%. ინგლისური ენა საწყის დონეზე გამოკითხვაში მონაწილეთა 16%-მა იცის, ხოლო 41%-ს საბაზისო ცოდნაც არ აქვს.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

ქვეყნის არაქართულენოვან მოსახლეობას შორის ქართული ენა მაღალ დონეზე მხოლოდ 4%-მა იცის, საშუალო დონეზე — 26%-მა, ხოლო საწყის დონეზე — 27%-მა. ქართული ენის საბაზისო ცოდნა არ აქვს ქვეყნის არაქართულენოვანი მოსახლეობის 29%-ს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 20 მარტიდან 4 აპრილამდე ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 2,2 ათასი მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაც.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2010 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (СRRС), ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.

ყველა ახალი ამბავი
0