გაუზრდიან თუ არა მეტროს თანამშრომლებს ხელფასებს

© photo: Sputnikმეტროს ვაგონი მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“
მეტროს ვაგონი მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ვიცე-მერმა მეტროს თანამშრომელთა სამუშაოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნების სრულად შესრულება შეუძლებელია

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" არ გააჩნია მეტროპოლიტენის თანამშრომელთათვის ხელფასების გაზრდის რესურსი იმ მოცულობით, როგორც ამას ისინი მოითხოვენ, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

დასახელდა ყველაზე სახიფათო პროფესიები საქართველოში >>

აპრილის დასაწყისში მეტროს თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი გაფიცვით და მეტროს პარალიზებით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ ხელფასებს არ გაუზრდიდნენ. ამჟამად მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7 ლარს შეადგენს, აქციის მონაწილეები მის გაზრდას 10 ლარამდე მოითხოვენ.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ სამუშაოს, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ საზოგადოებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. მართალია, შეიძლება ადამიანების ანაზღაურება არ პასუხობდეს იმ სამუშაოს, რასაც ისინი ეწევიან, მაგრამ ეს უნდა პასუხობდეს შესაძლებლობას, რომელიც სტრუქტურას გააჩნია“, — განმარტა ხმალაძემ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში მშრომელთა უფლებებით უკმაყოფილოა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია.

რამდენიმე დღის წინ ხმალაძემ გამართა შეხვედრა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებთან, რომლის მედიატორად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოვიდა. ხმალაძის თქმით, ხელფასების გაზრდის საკითხს მერია 1 მაისს გაარკვევს.

მანამდე „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელმა, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ მემანქანის საშუალო ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლდა.

ჰაერის დაბინძურება თბილისში: პარლამენტი ახალ ინიციატივებს ამზადებს >>

ეს პირველი საპროტესტო აქცია არ არის, რომელსაც მეტროპოლიტენის თანამშრომლები მართავენ. ისინი გასული წლის გაზაფხულზეც იმუქრებოდნენ მეტროპოლიტენის პარალიზებით.

შაქარი სურსათს მაღაზიის დახლებზე - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილია - „აგარის შაქრის“ ქარხანა მუშაობას განაახლებს

მოლაპარაკებების შედეგად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ თანამშრომელთა სამიდან ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტაჟს გათვალისწინებით თანამშრომლების ხელფასების გაზრდის მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო.

ნამსახურების მიხედვით ხელფასის გაზრდის გარდა, მომიტინგეები მაშინ ხელფასის გაზრდას ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით და ღამის საათებში მუშაობისთვის მოითხოვდნენ. მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასების გაზრდისთვის უწყებას თანხები არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0