გამოცხადდა საზღვარგარეთ უფასო სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი

© photo: Sputnik / Ruhkyan / გადასვლა მედიაბანკშიივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტებს კვალიფიკაციის ამაღლება და უცხოეთში უფასო ცხოვრება ელოდება

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო საზღვარგარეთ უფასო სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. კონკურსი ოთხი საგანმანათლებლო მიმართულებით გამოცხადდა: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები.

თსუ - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნების სტუდენტები ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში სწავლას

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ხელმისქწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის,  პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისათვის (იგულისხმება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნი).

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისათვის. მათ შეუძლიათ კონკურსის შედეგების მიხედვით უცხოეთში დაფინანსების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება.

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამებით  შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებს. გულისხმობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების იმ საგანმანათლებლო მიმართულებების დაფინანსებას, რომელიც პრიორიტეტულად არის გამოცხადებული. განათლების საერთაშორისო ცენტრში აღნიშნულ კონკურსს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ატარებს.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს >>

ოთხივე პროგრამა მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის, ისე საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში 500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გამოუყო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უცხოეთში სწავლის გაგრძელება სურდა.

ნაწილმა სწავლა უკვე დაასრულა და სამშობლოში მიღებული ცოდნის რეალიზება განაგრძო.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა.

არაპოპულარული „უდიპლომო სასიძო“ და პროფესიული განათლების პრობლემა საქართველოში >>

ცენტრი აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საუკეთესო საერთაშორისო განათლების მიღებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ სამშობლოში მიღებული ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას.

სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის  შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ვალდებული არიან დაბრუნდნენ საქართველოში და არანაკლებ სამი წლის ვადაში შესაბამის სფეროში დასაქმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გრანტის თანხა სრულად უნდა გადაიხადონ.

ყველა ახალი ამბავი
0