სანქციები დანაშაულის დაფარვისთვის შეიძლება გამკაცრდეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას იმის თაობაზე, რომ სასჯელი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით განისაზღვროს

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შსს-ს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

შესწორებების მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება და სასჯელის ადეკვატური ზომების გამოყენება მათ მიმართ, ვინც არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და ხელს აფარებს ადამიანებს, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ცვლილებები „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ დამტკიცებულია

მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი დანაშაულის დამალვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება და მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

საქართველოს შსს წინადადებით გამოვიდა, რომ მოხდეს სასჯელის დიფერენციაცია დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

მძიმე ან განსაკუთრებით მძიმნე დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა დაისჯება ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის — სამიდან შვიდ წლამდე. ამჟამად ამგვარი დანაშაული ისჯება ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ასევე დასაშვებია ალტერნატიული სასჯელიც — ჯარიმა და შინაპატიმრობა.

კანონპროექტის თანახმად, ასევე მძიმე დანაშაულად ჩაითვლება მოწმის უარი ჩვენების მიცემაზე. ეს ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0