„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდგორის რაიონი
09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას, სანაპიროს, ალექსიძის, ბენდელიანის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ნადირაძის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ჟღენტის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გოგაშენის, იფნევის, დვირის, ბჟოლეთის, ედისის, კვერნაულის, ვაზიანის, არალეთის, ჟველაურის და ზვარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, საყვირის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, წიწამურის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ბაგინეთის და ტრაქტორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის, დოდო აბაშიძის, ლებარდოს, თეკლათის, გივიშვილის, სენაკის, ქვალონის, ტაშირის, ასხინის, აბაშის, ცაიშის, ჭალადიდის, ლანჩხუთის, ხონის, ლაილაშის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, ახუნდოვის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ზანდუკელის და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, შუშის, ჭედიას, სარაჯიშვილის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0