ზეგანაკვეთური სამუშაო - რას ითვალისწინებს კანონი

CC0 / Pixabay / საათი
საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით საათებში შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურად ჩაითვლება.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს, იუწყება ტელეკომპანია Imedi პორტალ myadvokat.ge-ზე დაყრდნობნით.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით N329. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს.

ჰიპერმარკეტ „კარფურის ქსელი - Sputnik საქართველო
შრომითი მონობა - როგორია საქართველოს სუპერმარკეტებში მუშაობა

სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება აგრეთვე დასაქმებულის ასაკის გათვალისწინებითაც. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის — 24 საათს.

ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაც, რომელიც ასევე გაზრდილი ოდენობით უნდა იქნეს ანაზღაურებული. სამუშაო დროში არ შედის შესვენებისა და დასვენების დრო.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში მშრომელთა უფლებებით უკმაყოფილოა

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების საკითხი უნდა იყოს შეტანილი შრომით ხელშეკრულებაში. თუმცა ხშირად დამსაქმებელი საერთოდ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს და შესაბამისად არც ანაზღაურებს მას, რაც დასაქმებულის უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევაა.

დასაქმებულთა უფლებების დარღვევა პირველ ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებისათვის არ არის კარგად ცნობილი დასაქმებულთა უფლებები, დამსაქმებელთა ვალდებულებები და უფლების დაცვის სამართლებრივი გზები. 


ყველა ახალი ამბავი
0