რა მდგომარეობა დახვდა თავდაცვის მინისტრს კახეთის სამხედრო ბაზაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliკრწანისის ბაზა
კრწანისის ბაზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
უპრეცედენტო პროექტი სკოლებში – „ჩვენი ჯარი“

მინისტრი მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს. მინისტრის ბოლო ვიზიტი აჭარის რეგიონში იყო.

ლევან იზორიამ ეროვნული გვარდიის საველე ბანაკი პალდოში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში და საწვრთნელი ცენტრი „ნორიო“ მოინახულა.

„აჭარის შემდეგ კახეთის ყველა სამხედრო ბაზაზე ვიმყოფებოდი, ადგილზე გავეცანი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განსაკუთრებით მაინტერსებდა რა მდგომარეობაა ახალი რეზერვის სისტემის ასამოქმედებლად. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის და როგორც ეს გეგმაში გათვალისწინებული გვქონდა მიმდინარე წლის პირველი ივნისადან მომზადებული დავხვდებით რეზერვის ახალ სისტემას“, — განაცხადა მისიტრმა.

იზორიას განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეზერვის ახალ სისტემას სხვადასხვა ბაზაზე ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდება.

7 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა რეზერვის რეფორმის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, 82 მომხრე ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. 

ცვლილება სულ 11 კანონს ეხება, რომლის ძირითადი ნაწილი 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილი, 2020 წლის პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის თანახმად, რეზერვი ორი სახის იქნება – აქტიური და სამობილიზაციო. მიმდინარე წელს საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას ითვალისწინებს. სამობილიზაციო რეზერვი კი, მოგვიანებით ამოქმედდება და ის სავალდებულო იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0