05:38 23 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
ბათუმის ბულვარი

ბათუმის პლაჟებზე შშმ პირთათვის სპეციალური ბილიკები მოეწყობა

© FB / Батумский бульвар
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

შშმ პირთათვის ბათუმის პლაჟებზე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად 115 000 ლარი გამოიყოფა

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ახალი ტურისტული სეზონისთვის ბათუმის სანაპიროზე ადაპტირებული ბილიკები გაჩნდება, რომლითაც შშმ პირები ზღვაში მოხერხებულად ჩავლენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალური ბილიკების მონტაჟი მაისიდან დაიწყება. ხის ბილიკების სიგანე 1,2 მეტრს, ხოლო სიგრძე — 80 მეტრს შეადგენს.

„რვა ლოკაციაზე მოეწყობა ხის ტრანსფორმირებადი ბილიკი, ეს იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, ასევე ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის“, — განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ, გოჩა მჟავანაძემ.

მისი თქმით, სულ პლაჟის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 115 ათასი ლარია გამოყოფილი — მოეწყობა გასახდელები და საშხაპეებიც.

15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის >>

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ  ადაპტირებული ბილიკების დამზადება-მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი 30 მარტს გამოაცხადა. სამონტაჟო სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 41,9 ათასი ლარია გამოიყოფა.

მთავარი თემები