17:40 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
ფოთის თეატრი სამხატვრო ხელმღვანელის გარეშე დარჩა

ფოთის თეატრი სამხატვრო ხელმღვანელის გარეშე დარჩა

© FB / Poti and Khobi Diocese
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

დავით მღებრიშვილი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხელმძღვანლის გარეშე დარჩა — დავით მღებრიშვილმა დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება ფოთის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფოთის თეატრი! ვითარება, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრშია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ადამინისათვის და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია! მიზეზებზე, დაწვრილებით მოგახსენებთ მოგვიანებით! ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს!”, — ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც ცნობილია, დავით მღებრიშვილმა თანამდებობის დატოვებამდე, საქართველოს პროკურატურას  ღია წერილით მიმართა. სამხატვრო ხელმღვანელმა აღნიშნული უწყებისგან თეატრის შენობის ავარიულ მდგომარეობაზე კონკრეტული პასუხები მოითხოვა.

დავით მღებრიშვილს თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარე სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მიუხედავად ამისა, დღეს თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია. მიმდინარე წლის 6 თებერვალს კი ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. 



მთავარი თემები