სვანეთში პროფესიული განათლების ფესტივალი ჩატარდება

გამოწერა
ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალი მომსახურების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს დააინტერესებს

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მესტიაში 19 აპრილს პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართება, იუწყება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდი.

„ღონიძიების მიზანია წარმოგიდგინოთ სასწავლო შესაძლებლობები სვანეთში. განსაკუთრებით, ე.წ. „დუალური სისტემა“ (სწავლა და მუშაობა), რომლის გავლის შემდეგაც შეგიძლია მიიღო 3-თვიანი სტაჟიერება გერმანიაში, ან საქართველოს რომელიმე რეგიონში“, — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტუდენტები - Sputnik საქართველო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 10 აპრილს იწყება

ღონისძიების ფარგლებში ასევე, ჩატარდება პრეზენტაცია პროფესიებზე, რომელსაც კოლეჯი სთავაზობს და პრეზენტაცია თემაზე „როგორ გამოადგება კოლეჯი შენს მომავალს”.

ორგანიზატორების თვალსაზრისით, ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება16-დან წლიდან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც სურს მიიღოს განათლება კარიერული ზრდის მიზნით; მე-11 დამე-12 კლასების მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციისთვს. ორგანოიზატორთა თქმით, ფესტივალი ასევე დააინტერესებს მათ, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი: ესენი არიან საოჯახო სასტუმროების და რესტორნების მფლობელები, გიდები, მძღოლები, მომსახურების სფეროს სხვა მუშაკები.

პროფესიული განათლების ფესტივალი ახალგაზრდული კლუბ „ბეთქილის“ ტერიტორიაზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0