03:06 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
პოლიეთილენის პაკეტი

საქართველოს თითოეული მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 525 პოლიეთილენის პაკეტს იყენებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჩვენ და ბუნება (84)
7820

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოში ერთი სული მოსახლე წელიწადში საშუალოდ 525 ცალ პოლიეთილენის პაკეტს მოიხმარს, იუწყება ტელეკომპანია Imedi  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის,  ალვერდ ჩანქსელიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჩანქსელიანის განცხადებით,  2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს. 

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც დაბალი ფრაქციის პოლიეთილენის პაკეტების  გამოყენებისა და რეალიზაციის აკრძალვას ეხება,  პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამჟამად კანონპროექტში გარკვეული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, დანიასა და ფინეთში, წელიწადში ერთი მოქალაქის მიერ მხოლოდ 4 ცალი პოლიეთილენის პაკეტი მოიხმარება, ირლანდიაში კი წლის განმავლობაში 14 ცალი.

„ეს მასალები ასეული წლების განმავლობაში არ იშლება გარემოში, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში, თავისთავად ცხადია, ის მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე თუნდაც დაბინძურების თვალსაზრისით, ასევე უფრო დანაგვიანების თვალსაზრისით. პლასტიკის პარკები ძალიან დიდი რაოდენობით ხვდება ბუნებაში, ოკეანეში პლასტიკის მასალისგან კუნძულებია წარმოქმნილი. ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება ცხოველთა, სამყაროს არის სხვადასხვა მონაცემი, რომ წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ცხოველი იღუპება, რადგანაც ისინი იკვებებიან პლასტიკის პარკებით," — აღნიშნა ალვერდ ჩანქსელიანმა.

2018 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების 40%-ის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. გარემოს დაცვის სამინისტრომ პოლიეთილენის პაკეტებთან დაკავშირებით ევროდირექტივების საფუძველზე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება. ცვლილება თავდაპირველად თხელ, „ერთჯერად" პოლიეთილენის პაკეტებს შეეხება. ცვლილება არ შეეხება ბიოდეგრადირებად პოლიეთილენის პარკებს.

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პაკეტების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია, 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი. 

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტების გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება, თუმცა,  რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.


თემები:
ჩვენ და ბუნება (84)

მთავარი თემები