მოზარდები და ახალგაზრდები საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების წესებს ისწავლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდობა
ახალგაზრდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდები და მოზარდები ინფორმირებული იქნებიან იმ მოქმედებების შესახებ, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების დროს უნდა მიმართონ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა  და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორი უწყების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს  სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებს გააცნობენ.

„თანამშრომლობის მიზანია, მოხდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, რათა წარმოდგენა შეექმნათ ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებს, იცოდნენ იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების დროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა მოაწერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0